ესპანეთში ხვალ ვადამდელი არჩევნებია

ფავორიტია 4 დიდი პარტია

518114
ესპანეთში ხვალ ვადამდელი არჩევნებია

ესპანეთი ხვალ ვადამდელ არჩევნებზე მიდის და გუშინ, ოთხივე დიდი პარტიის საარჩევნო კამპანიის ყურადღების ცენტრში ინგლისის რეფერენდუმის შედეგები და კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი იდგა.

ბოლო საანკეტო გამოკითხვებით ხვალ კვლავ ამჟამად მმართველობაში მყოფი სახალხო პარტია გაიმარჯვებს და მისი ლიდერის, ამჟამინდელი პრემიერის, მარიანო რაჟოის თქმით კატალონიის საკითხში არავითარ შემთხვევაში არ წავლენ რეფერენდუმზე და ინგლისის რეფერენდუმისგან კარგ გაკვეთილებს მიიღებენ.

მეორე ფავორიტი პარტიის, სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერის, პედრო სანჩესის თქმით კი კამერონის უპასუხისმგებლობამ ინგლისიც და ევროკავშირიც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა.  

სანჩესის თქმით  მისი პარტიაც არ დაუშვებს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხის რეფერენდუმზე გატანას



მსგავსი ინფორმაციები