მოსკოვმა ანკარაც მიიწვია სოჭის შეკრებაზე
ანკარას ამ მოწვევაზე ჯერ ჯერობით პასუხი არ გაუცია

როგორც განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვასილი ნებენზიამ, 1 ივლისისათვის სოჭში დაგეგმილ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე თურქეთისა და უკრაინის მინისტრებიც მიიწვიეს და შესაბამისი მიწვევები გაუგზავნეს კიდეც ორივე ქვეყანას, მაგრამ, ჯერჯერობით არც ერთისგან პასუხი არ მიუღიათ.
მისივე თქმით ამ შეკრების ფორმატის ფარგლებში არ არის დაგეგმილი ორმხრივი პირისპირი შეხვედრები, თუმცა, გამონაკლისის სახით მზად არიან ასეთი შეხვედრა გამართონ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუსთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით კი თურქეთი ხსენებული ორგანიზაციის წევრია და რუსეთი, როგორც ხსენებული შეკრების ორგანიზატორი ქვეყანა, ვალდებულია მიწვევა გაუგზავნოს ანკარასაც