თურქეთში ობოლ ბავშვთა დღე აღინიშნება

მათ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ

515199
თურქეთში ობოლ ბავშვთა დღე აღინიშნება
dünya yetimler günü, sergi.jpg

ობოლ ბავშვთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თურქეთის ჰუმანიტარული დახმარების ფონდის İHH-ს ინიციატივით სტამბოლის მიმარ სინანის სახელობის სტადიონზე სპეციალური იფთარი, ე.ი. სამარხვო ვახშამი გაუმართეს მსოფლიოს 2 ათასამდე ობოლ ბავშვს, რომლებთაგანაც 42 ბავშვი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან არის ჩამოსული.

3 წლის წინ İHH-მ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას განცხადებით მიმართა, რომ რამაზანის მე-15 დღე ობოლ ბავშვთა დღედ აღნიშნულიყო და მანაც ეს დღე ობოლ ბავშვთა დღედ გამოაცხადა რა. მას შემდეგ აგერ სამი წელია რაც აღინიშნება.

თურქეთის ჰუმანიტარული დახმარების ფონდი რელიგიისა და ეროვნების მიუხედავად ყოველთვიურად 85 ათასზე მეტ ობოლს უწევს დახმარებას და მათ შორის ათასობით უცხოელსაც.

მსგავსი ჰუმანიტარული აქცია მოეწყო ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინის ქალაქ ზენიცაში, ხოლო ღაზაში ანატოლიელ სტუდენტთა კავშირმა ისრაელის არმიის მხრიდან მოკლული პალესტინელების ახლობლებს გაუმართა იფთარი  



მსგავსი ინფორმაციები