ჩინეთში „ძაღლის ხორცის ფესტივალ“-ის საპროტესტო კამპანია

მსოფლიო მასშტაბით დაწყებულ ხელმოწერის კამპანიაში, 11 მილიონი ხელმოწერა შეგროვდა

508937
ჩინეთში „ძაღლის ხორცის ფესტივალ“-ის საპროტესტო კამპანია

ჩინეთის სამხრეთ დასავლეთში, ყოველ წლიურად გამართული „ძაღლის ხორცის ფესტივალ“-ის აკრძალვის მიზნით, მსოფლიო მასშტაბით დაწყებულ ხელმოწერის კამპანიაში, 11 მილიონი ხელმოწერა შეგროვდა.

იულინის რეგიონში, 2009 წლიდან დაწყებულ ფესტივალზე ხდება, 40 ათასამდე ძაღლის დაკვლა და მისი ხორცის ჭამა.

ცხოველის მოყვარულებმა, წელს, 21 ივნისში დაგეგმილი ფესტივალის აკრძალვის მოთხოვნით, ინტერნეტში დაიწყეს კამპანია, რომელსაც მილიონობით ადამიანმა დაუჭირა მხარი. აქტივისტებმა, შეგროვილი ხელმოწერები, თავიანთ ძაღლებთან ერთად, გადასცეს უფლებამოსილებს.

ძაღლის უფლებების დამცველების მოთხოვნის საპირისპიროდ, ფესტივალის მხარდამჭერებმა კი, დაიცვეს იდეა, რომ ძაღლის ხორცი  სასარგებლოა ადამიანებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები