არგენტინაში „ქალთა მიმართ ძალადობა“ გააპროტესტეს.
დედაქალაქ ბუენოს აირესში ქუჩაში გამოსულმა ათასობით ადამიანმა ქვეყანაში ქალთა მკვლელობების საწინააღმდეგო აქცია გამართა
არგენტინაში „ქალთა მიმართ ძალადობა“ გააპროტესტეს.
დედაქალაქ ბუენოს აირესში ქუჩაში გამოსულმა ათასობით ადამიანმა ქვეყანაში ქალთა მკვლელობების საწინააღმდეგო აქცია გამართა.
აქციაში მონაწილეებმა მთავრობისაგან ქალთა მიმართ ძალადობის აღმკვეთი ზომებისა და სასჯელის გაზრდა მოითხოვეს.
ოფიციალური მონაცემებით არგენტინაში ყოველ 30 საათში ერთ ქალს კლავენ.
ქალებზე თავდასხმების 49%-ს ყოფილი ქმრები ჩადიან.
გასულ წელში 275 ქალი მოკლეს, 317 ადამიანი უდედოდ დარჩა და 35 მამაკაცი დაზარალებულების გადარჩენის მცდელობის დროს დაიღუპა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების მიზნით ქვეყნის ბიუჯეტიდან უფრო მეტი სახსრების გამოყოფას სთხოვენ.
დეკემბერში ხელისუფლებაში მოსული სახელმწიფოს მეთაური მაურისიო მაკრი საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე სათანადო ღონისძიებებს გაატარებდა.
მაკრი ასევე აცხადებდა, რომ აღმკვეთი ღონისძიებებისათვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას მომზადებდა და პოლიციის განყოფილებებში ამ საკითხში კომპეტენტურ პერსონალს დაასაქმებდა.