საფრანგეთი გაფიცვებმა მოიცვა
დღეიდან რკინიგზელებიც გაიფიცნენ

უკვე რამდენიმე კვირაა რაც საფრანგეთში ანტი სამთავრობო გამოსვლები გრძელდება მათ მიერ მომზადებული ახალი შრომის კანონის წინააღმდეგ და დღეიდან მათ შეუერთდნენ და გაფიცვა დაიწყეს რკინიგზის თანამშრომლებმაც.
როგორც ცნობილია ნავთობის ტერმინალების თანამშრომლების გაფიცვის გამო დეფიციტი წარმოიქმნა ბენზინგასამართ სადგურებში, რის გამოც მგზავრები მატარებლებს მიაწყდნენ, მაგრამ, ახლა რკინიგზელების გაფიცვით ქვეყანაში ქაოსი კიდევ უფრო გაიზრდება.
დღეს საფრანგეთის ეროვნული საჰაერო მიმოსვლების პროფკავშირებმაც განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნულია, რომ მომავალ თვეს უვადო გაფიცვას დაიწყებენ საჰაერო სექტორის წარმომადგენლებიც.
გაფიცვების გაღრმავება-გაფართოების მიუხედავად პრეზიდენტმა ოლანდმა განაცხადა, რომ ახალი შრომის კოდექსში არავითარ ცვლილებაზე არ წავლენ და ამ მხრივ უკან არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამენ.
ამ დროს კი 10 ივნისი, ე.ი. ფეხბურთში ევროპის მორიგი ჩემპიონატის დაწყების დღე მოახლოვდა და თუ გაფიცვები არ შეწყდება, იგი უდიდეს უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ამ ჩემპიონატის მიმდინარეობაზე.
გასული წლის ნოემბრის ტერაქტებისა და გაფიცვების გამო ძლიერ დაზარალდა ასევე ტურიზმის სექტორიც, რომელიც უკვე განგაშის სიგნალებს იძლევა
მსგავსი ინფორმაციები

პრინცესა დაიანას საკულტო სვიტერი 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა
პრინცესა დაიანას საკულტო სვიტერი 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა