იალჩინ თოფჩუ სარაევოშია
“ბალკანეთს დიდი მნიშვნელობა აქვს თურქეთისთვის“
ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში მყოფი თურქეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში იალჩინ თოფჩუ აქ სიტყვით გამოვიდა თურქეთ-ბოსნია ჰერცოგოვინის ბიზნეს ფორუმზე და თქვა, რომ თურქეთის ბალკანურ პოლიტიკას ათასწლიანი ისტორია და ფესვები გააჩნია, ამიტომაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თურქეთისათვის, თუ ვინ ან რომელი პარტია იქნება ამ თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში.
მისივე თქმით ამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა ყველანაირი ურთიერთობები ბოსნია ჰერცოგოვინასთანაც და ბალკანეთის სხვა ქვეყნებთანაც რა, ასეთი თბილი და ახლო ურთიერთობები ექნება თურქეთს მომავალშიც.
ამავე ვიზიტის ფარგლებში თოფჩუმ სარაევოში მოინახულა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს ბიუროც და თურქი საქმოსნების მხრიდან გახსნილი სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტიც