ანჯელინა ჯოლიმ თურქეთი შეაქო
“დასავლეთი ლტოლვილების საკითხში არ დგას სათანადო პოზიციაზე“
ჰოლივუდის კინოვარსკვლავი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი ლონდონში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს მიგრანტთა საკითხისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
აქ წარმოთქმულ სიტყვაში შეეხო რა სირიელი ლტოლვილების მდგომარეობას, მეტად შეაქო თურქეთი და აღნიშნა, რომ ანკარამ მეტად დიდი მსხვერპლი გაიღო ლტოლვილთა კრიზისის მოსაგვარებლად, როცა ევროპა ამ კრიზისის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი გახდა.
“მსოფლიოში 60 მილიონზე მეტი ადამიანი განდევნეს საკუთარი სახლებიდან. ჩვენ, დასავლეთელები არც ამ კრიზისის, ე.ი. ლტოლვილთა ნაკადის შუაში ვართ და არც ყველაზე დიდი მსხვერპლის გამღებები ვართ" განაცხადა მან.
მისივე აზრით ლტოლვილთა საკითხში საერთაშორისო ჰუმანიტარული სისტემა დაიშალა და ახლა ყველა ქვეყანა იმის მცდელობაშია, თუ როგორ დაიცვას თავი ამ ლტოლვილებისგან და ამ მხრივ ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდეც.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლტოლვილთა დახმარების საკითხში თურქეთთან ერთად პაკისტანის, ირანის, ლიბანის და იორდანიის საიმიგრაციო პოლიტიკებიც შეაქო
მსგავსი ინფორმაციები
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება ხვალ იწყება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება ხვალ იწყება