ანჯელინა ჯოლის დახმარება 12 შვილიან ოჯახს
ოსკარის პრემიის მფლობელმა ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ანჯელინა ჯოლიმ, დახმარების ხელი გაუწოდა კამბოჯაში 12 შვილიან ოჯახს
ოსკარის პრემიის მფლობელმა ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ანჯელინა ჯოლიმ, დახმარების ხელი გაუწოდა კამბოჯაში 12 შვილიან ოჯახს. გაზეთ "Daily Mail"-ის ცნობით, ჯოლი, გასულ წელს, თავის რეჟისორობით გადაღებული ფილმისთვის სახელწოდებით: "First They Killed my Father“ (ჯერ მამა მომიკლეს), ოჯახთან ერთად ეწვია კამბოჯას. ჯოლის გოგონები, ქალაქ სიემ რეაპში გაეცვნენ ერთ ოჯახს და უმოკლეს დროში დაუმეგობრდნენ.
ჯოლიმ და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ბრეტ ბიტმა, საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით, დახმარება გაუწიეს ამ ოჯახს. გარდა ამისა, მიიღეს გადაწყვეტილება ოჯახის სკოლის წლოვანების 8 ბავშვს ასწავლონ ქვეყნის ყველაზე საუკეთესოდ მიჩნეულ, ინგლისურ და კამბოჯას ოფიციალურ ენაზე განათლების მიმცემ, ნიუ-ორკის საერთაშორისო კერძო სკოლაში. თვითონვე ივალდებულეს ბავშვების ყველანაირი ხარჯებით უზრუნველყოფა.
მსგავსი ინფორმაციები
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება დაიწყო
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება დაიწყო
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება ხვალ იწყება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება ხვალ იწყება