ვიზების გაუქმება გაზრდის ტურისტების რაოდენობას

ივნისის დასასრულიდან ვიზების გაუქმება, ერთი ნაბიჯით კიდევ დაახლოებს თურქეთის, ევროკავშირის ერთ ნაწილად გარდაქმნას

484585
ვიზების გაუქმება გაზრდის ტურისტების რაოდენობას

თურქული ტურიზმის ხელმძღვანელობის თქმით, თურქი მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება გაზრდის როგორც თურქეთიდან ევროპაში, ისე ევროპიდან თურქეთში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობას.

თურქეთის სასტუმროების ფედერაციის თავჯდომარის ოსმან აიკის განცხადებით კი, თურქი მოქალაქეებისთვის, ივნისის დასასრულიდან ვიზების გაუქმება, ერთი ნაბიჯით კიდევ დაახლოებს თურქეთის, ევროკავშირის ერთ ნაწილად გარდაქმნას. ეს კი, დადებით წვლილს შეიტანს თურქეთის იმიჯში, გაიზრდება შუა და გრძელი ვადით ევროპიდან თურქეთში ვიზიტების რაოდენობა.

ტურისტული კომპანიის „პრონტოტურის“ აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარის ალი ონარანის განცხადებით, ვიზების ერთ სულზე მოსული ღირებულება საშუალოდ 100 ევროს შეადგენს.

ყოველ წლიურად ხდება მილიონამდე შენგენის ვიზის გაცემა. ახლა კი, ყოველ წელს 100 მილიონ ევროზე მეტი თურქეთის ჯიბეში დარჩება.



მსგავსი ინფორმაციები