პარიზი სულთან აბდულაზიზის ნახატებს მასპინძლობს

ეს გამოფენა ერთ კვირას გასტანს

479001
პარიზი სულთან აბდულაზიზის ნახატებს  მასპინძლობს

პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობის ფონდის და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თანამშრომლობით საფრანგეთის დედაქალაქ  პარიზში "ესკიზებიდან ტაბლოებისკენ, სულთან აბდულაზიზის ნახატთა გამოფენა" გაიხსნა.

ოსმალეთის სულთან აბდულაზიზის მხრიდან ესკიზების და ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატების გამოფენა Frederic Moisan-ის სახელობის გალერეაში UNESCO-ში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჰუსეინ ავნი ბოტსალიმ გახსნა.

“ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის ოსმანი ფადიშაჰი, სულთანი აბდულაზიზი გატაცებული იყო მხატვრობით და მოგზაურობით. იგი პირველი სულთანი იყო, რომელმაც იმოგზაურა ევროპაში და ამ დროს თავისი შთაბეჭდილებები ტილოებზე გადაიტანა რა, თავის შთამომავლობას  ხელოვნების ძვირფასი მემკვიდრეობის სახით შემოუნახა. იმედი მაქვს, რომ ფრანგი ხელოვნების მოყვარულებიც დატკბებიან ამ გამოფენის ნამუშევრებით“, განაცხადა ბოტსალიმ.

ეს გამოფენა ერთ კვირას გასტანს

 



მსგავსი ინფორმაციები