AFAD-მა მოამზადა „ლტოლვილთა სამოქმედო გეგმა“

პრემიერ მინისტრის კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების მართვის გამგეობამ (AFAD), მოამზადა „ლტოლვილთა სამოქმედო გეგმა“

474607
AFAD-მა მოამზადა „ლტოლვილთა სამოქმედო გეგმა“

პრემიერ მინისტრის კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების მართვის გამგეობამ (AFAD), მოამზადა „ლტოლვილთა სამოქმედო გეგმა“.

"თურქეთში ლტოლვილთა დახმარების“ და „თურქეთიდან წამსვლელი დევნილების“ სათაურის ორ განყოფილებიანი გეგმა, ითვალისწინებს ტრეფიკინგისთვის შეფერხების შექმნას.

სამოქმედო გეგმა ძალაში შევა, ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებლებისთვის, სამი მილიარდი ევროს დახმარების მოსვლის შემდეგ.

ევროკავშირის ხსენებული რესურსი გამოყენებულ იქნება თავშესაფრის მაძიებლების ჯანდაცვის, ტრენინგის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

თურქეთი, თითოეული ლტოლვილისთვის, კვების ბარათის მეშვეობით, იძლევა 100 თურქულ ლირას, რომელიც გაიზრდება 85 ევრომდე და გახდება 170 თურქული ლირა. 100 ლირას თურქეთი, 70 ლირას ევროკავშირი გადაიხდის.

გერმანიის ფედერალური სააგენტოს ტექნიკური დახმარების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ მომზადებული და გერმანიაში გაგზავნილი გეგმა, განხილულ იქნება გერმანელი კანცლერის ანგელა მერქელის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკას და ევრო კომისიის ვიცე პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანის, ამ კვირის დასასრულს გაზიანთეპში ოფიციალური ვიზიტის დროს.

გეგმისთვის, საბოლოო ფორმის მიცემა მოხდება პრემიერ აჰმედ დავუთოღლის და მერქელის მხრიდან.



მსგავსი ინფორმაციები