ბრაზილიაში გრძელდება პრეზიდენტის კრიზისი

რუსსეფი შეიძლება სასამართლოს წარუდგეს

473835
ბრაზილიაში გრძელდება პრეზიდენტის კრიზისი

როგორც ცნობილია ამ ქვეყნის პრეზიდენტს დილმა რუსსეფს ბრალი ედება კორუფციაში და ამიტომ მის გადადგომას მოითხოვენ. თვით რუსსეფი კი არ იღებს ამ ბრალდებებს და მის წინააღმდეგ შეთითხნილ პროვოკაციას უწოდებს რა მას, აპირებს ამ ბრალდების წინააღმდეგ სამართლიანი ბრძოლის გაგრძელებას და თავის გამართლებას.

ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან შეცვალა ქვეყნის ბიუჯეტის მონაცემები, ეკონომიკური მდგომარეობა კარგად აჩვენა და ამით მოატყუა ქვეყნის მოსახლეობა.

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის პარლამენტის ქვედა პალატამ კენჭისყრის შედეგად რუსსეფის წინააღმდეგ მოკვლევის დაწყების დადგენილება გამოიტანა, თუმცა საბოლოო ვერდიქტს ამ საკითხში სენატი მომავალ თვეში გამოიტანს და თუ ისიც ქვედა პალატის მსგავს დადგენილებას გამოიტანს, მაშინ, რუსსეფის პრეზიდენტობა სასამართლო განაჩენამდე შეჩერდება.

ამასობაში ორივე მხარე, რუსსეფის მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგენიც საპროტესტო გამოსვლებს აგრძელებენ



მსგავსი ინფორმაციები