ევროპარლამენტიც აღარ არის უსაფრთხო

დაკავებულია დაეშის მხარდამჭერი 2 მძღოლი

472625
ევროპარლამენტიც აღარ არის უსაფრთხო

ერთი ერთი გერმანული გაზეთის ცნობით, რომლის სახელიც არ მჟღავნდება, ევროპარლამენტში მძღოლად მომუშავე 2 კაცი ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდის ბრალდებით დააკავეს, რადგან, მათ ხსენებული ტერ ორგანიზაციის მაქებარი პროკლამაციები და დოკუმენტები აღმოაჩნდათ.

თუმცა, ეს ინფორმაცია უარყო იმ ფრანგულმა ფირმამ, რომლის მძღოლებს წარმოადგენენ დაკავებული პირები.

იმავე გერმანული გაზეთის მიხედვით ევროპარლამენტის უსაფრთხოება უკვე ეჭვს იწვევს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა და ამიტომ საკუთარ მძღოლთა კადრების შექმნას ფიქრობენ.

როგორც ცნობილია, ბრიუსელის თავდასხმის მონაწილე ერთ ერთი თვითმკვლელი ადრე თურმე 2 თვის განმავლობაში დამლაგებლად მუშაობდა ევროპარლამენტში



მსგავსი ინფორმაციები