მონოთეისტური რელიგიების წარმომადგენლების კონცერტი გაეროში

მონოთეისტური რელიგიების წარმომადგენლების კონცერტი გაეროში

472189
მონოთეისტური რელიგიების წარმომადგენლების კონცერტი გაეროში

მონოთეისტური რელიგიების წარმომადგენლების კონცერტი გაეროში

ანტაკიის ცივილიზაციათა გუნდმა გაეროში კონცერტი გამართა. კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს თურქეთის გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა ჰალით ჩევიქმა სიტყვით მიმართა და ანტაკიის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ ანტაკიას რელიგიების ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩევიქმა ასევე არაპროფესიონალი ხელოვანების მიერ გამართულ კონცერტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსხვავებული კულტურის ერთად თანაცხოვრებისათვის ეს ფაქტი ძალზედ მნიშვნელოვანია. ანტაკიის ცივილიზაციათა საკონცერტო გუნდში მონოთეისტური რელიგიების წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული. მათ დღემდე 400-მდე კონცერტი გამართეს. ჯგუფმა სიმღერები სხვადასხვა ენებზე შეასრულეს და ამ კონცერტს ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები