ბან კი მუნი წლის ბოლოს მიდის

მის ადგილზე ჯერ ჯერობით 8 კანდიდატია

470419
ბან კი მუნი წლის ბოლოს მიდის

როგორც ცნობილია ამ წლის ბოლოს მოვალეობის შესრულების ვადა უსრულდება გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს და ახალი გენერალური მდივნის კანდიდატების გამოვლენის მიზნით სტარტი მიეცა არჩევნებს.

წინა წლებისგან განსხვავებით წელს პირველად კანდიდატები თავიანთ თავს და მომზადებულ პროგრამას წარუდგენენ გაეროს გენერალურ ასამბლეას.

ჯერ ჯერობით ამ პოსტზე კანდიდატურები აქვთ წარმოდგენილი 8 კაცს და მათგან 4 ქალია. კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ჩერნოგორიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ლუქსიჯი, გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი UNESCO-ს დირექტორის მოვალეობის შესმრულებელი, ბულგარელი ირინა ბოკოვა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი 2006-2015 წლებში, პორტუგალიელი ანტონიო გუტერესი, სლოვენიის ექს-პრეზიდენტი დანილო თურქი, მოლდავეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნატალია შერმანი, ხორვატიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვესნა პუსიჩი, მაკედონილეი პოლიტიკოსი სრჟან ქერიმი, ახალი ზელანდიის ექს პრემიერი და ამჟამად გაეროს აღორძინების პროგრამის დირექტორი ჰელენ კლარკი.

ახალი მდივნის არჩევისას ძირითადი ხმები მაინც უშიშროების საბჭოს წევრ 5 ქვეყანას ექნება


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #ბან კი მუნი , #კანდიდატები

მსგავსი ინფორმაციები