სტამბოლი ტიტების ხალიჩად გადაიქცა
ფესტივალი 30 აპრილამდის გასტანს
სტამბოლში სტარტი აიღო ტიტების მორიგმა ფესტივალმა და მის ფარგლებში ქალაქის ქუჩები, პროსპექტები, მოედნები, პარკ-სკვერები და აივნები სხვადასხვა ფერების ტიტებით პატარძალივით შეიმოსა და ულამაზეს ხალიჩას დაემსგავსა.
ასეთ ფესტივალს სტამბოლის მერიამ საფუძველი 2005 წლის გაზაფხულზე ჩაუყარა და მას შემდეგ ეს ფესტივალი ტრადიციული გახდა და წელს მეთერთმეტედ ეწყობა რა, იგი 30 აპრილამდის გასტანს.
ამ ფესტივალის ეგიდით მრავალი სხვადასხვა კულტურული პროგრამები, მათ შორის სემინარ-კონფერენციებიც გაიმართება, კონცერტებს ჩაატარებენ ანსამბლებიც და ინდივიდუალური მომღერლებიც, მოეწყობა ფოტო და ნახატების გამოფენები, თავიანთ ოსტატობას აჩვენებენ ხალხური რეწვის წარმომადგენლები, სპორტული და სხვა სანახაობრივი ღონისძიებებიც იქნება ნაჩვენები, იუწყება ქალაქის მერია
მსგავსი ინფორმაციები
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა