ერდოღანის მესიჯი
მსოფლიო თეატრის დღის აღსანიშნავ მილოცვაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ კვლავაც გააგრძელებენ ხელოვნების ყველა დარგის მსგავსად, თეატრისთვის მხარდაჭერას

პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის განცხადებით თეატრი, მთელი საზოგადოებისთვის არის გავლენიანი სასწავლო ინსტრუმენტი.
მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ მილოცვაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ კვლავაც გააგრძელებენ ხელოვნების ყველა დარგის მსგავსად, თეატრისთვის მხარდაჭერას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერის კულტურულ განვითარებასა და განათლებაში. თავის მესიჯში აღნიშნა:-„ვულოცავ თეატრის ძვირფას ხელოვანებს და მოღვაწეებს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს“.
თეატრი არის უძველესი ხელოვნების დარგი, რომელიც არის კაცობრიობის სინდისის და სურვილის გამომხატველი ძლიერი საშუალება. საუკუნეების განმავლობაში ასრულებს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების, განსაკუთრებით, კულტურულ განვითარებაში. ერდოღანმა აღნიშნა, რომ მედდაჰის, თოჯინების თეატრის და ჩრდილის თამაშის მსგავსი სახეობებით, თურქული თეატრი დღესაც წარმატებით განაგრძობს შემოქმედებით მოღვაწეობას.