მსოფლიო ბელგიასთან ერთად გლოვობს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მომხდარი ტერ-აქტის წინააღმდეგ, რიგ სახელმწიფოებში ჩატარდა სოლიდარობის ცერემონიები

456769
მსოფლიო ბელგიასთან ერთად გლოვობს

მსოფლიო ბელგიასთან ერთად გლოვობს.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მომხდარი ტერ-აქტის წინააღმდეგ, რიგ სახელმწიფოებში ჩატარდა სოლიდარობის ცერემონიები.

მოხსენიებულ იქნენ ტერ-აქტში დაღუპულები. ბრიუსელში, სადაც სამ დღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა, ხალხი შეიკრიბა საფონდო ბირჟის შენობის წინ.

დაღუპულების ხსოვნის საპატივსაცემოდ დაინთო სანთლები, დაწყობილ იქნა ყვავილები,

დაიწერა ტერორის დამგმობი მესიჯები.

მრავალი სახელმწიფო გლოვობს ბელგიასთან ერთად.

ტერ-აქტის მწვავე ტკივილი შეიგრძნო საფრანგეთსა და ბრიუსელში, სადაც ახლო ხანებში ჰქონდა ადგილი ტერ-აქტებს.

პარიზის სიმბოლოდ წოდებულ ეიფელის კოშკის წინ დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ გაიშალა ბელგიის დროშები.

ფრანგებმა ბელგიის საელჩოს წინ ყვავილები დააწყვეს.

მრავალმა ფრანგმა, ბელგიის დროშებით გაწყობილი მუნიციპალიტეტის შენობის წინ, მოიხსენია დაღუპულები.

ბელგიური დროშებით შეიმოსა ბერლინში ბრანდენბურგის კარი, იტალიის დედაქალაქ რომის, მსოფლიოში აღიარებული, ტრევის შადრევანი.

რუსებმა, ყვავილები დააწყვეს მოსკოვის ბელგიის საელჩოს წინ.

აშშ-ი კი, ბელგიისადმი მხარდაჭერას, სახელმწიფო დროშების 26 მარტამდე ნახევრად დაწევით გამოხატავს.



მსგავსი ინფორმაციები