მსოფლიოში ცნობილი, ყველაზე უხუცესი მამაკაცი, 112 წლისაა
პოლონეთში დაბადებული ისრაელ კრისტალი ცხოვრობს ქალაქ ჰაიფაში
451213

მსოფლიოში ცნობილი, ყველაზე უხუცესი მამაკაცი, ისრაელ კრისტალი 112 წლისაა.
პოლონეთში დაბადებული ისრაელ კრისტალი ცხოვრობს ისრაელის ქალაქ ჰაიფაში. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შესულმა, მსოფლიოს ამ უხუცესმა მამაკაცმა, ახალგაზრდობა გაატარა გერმანელი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში. იქ დაკარგა ორი შვილი და მეუღლე.
შესძლო გენოციდისგან თავის დაღწევა.
1945 წელში, როცა იგი იპოვეს, მხოლოდ 37 კილოგრამს იწონიდა. მისი ვაჟიშვილი, კრისტალის ხანგრძლივ ცხოვრებას უკავშირებს ოპტიმიზმს.
უფრო ადრე, მსოფლიოში ცნობილი, 112 წლის უხუცესი მამაკაცი იყო იაპონელი იასტუტარო კოიდე.