TRT-ს მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცოგოვინის ტელე-რადიო მაუწყებლობას

ორი ქვეყნის ტელე-კომპანის წარმომადგენლებმა, დედაქალაქ სარაევოში, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ოქმს.

449683
TRT-ს მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცოგოვინის ტელე-რადიო მაუწყებლობას

TRT-ს მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცოგოვინის ტელე-რადიო მაუწყებლობას (BHRT).

ორი ქვეყნის ტელე-კომპანის წარმომადგენლებმა, დედაქალაქ სარაევოში, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ოქმს. თავის მოხსენებაში TRT-ს გენერალურმა დირექტორმა შენოლ გოქამ აღნიშნა, რომ უფრო მეტ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ბოსნია-ჰერცოგოვინას. უფრო განმტკიცდება შინაარსობრივი და ტექნიკური სახის თანამშრომლობა.

ბოსნია-ჰერცოგოვინის ტელე-რადიო მაუწყებლობის (BHRT) გენერალური დირექტორის ქარამეჰმედოვიჩის განცხადებით, მათთვის მეტად მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერა. პროგრამის და განათლების სფეროში თანამშრომლობა, უფრო განამტკიცებს ორი სახელმწიფოს მაუწყებლობას შორის ურთიერთობას.

TRT, ტექნიკური თანამშრომლობის პროტოკოლის ფარგლებში, ბოსნია- ჰერცოგოვინის ტელემაუწყებლობას გადასცემს სრულიად აღჭურვილი ცოცხალი საეთერო დანადგარის, 8 აქტუალური კამერის და ორი სტუდია კამერის ჩათვლით 200 ცალ აღჭურვილობას. TRT-ს გენერალურმა დირექტორმა შენოლ გოქამ, ბოსნია-ჰერცოგოვინის ტელე-რადიო მაუწყებლობის (BHRT) გენერალურ დირექტორს ქარამეჰმედოვიჩს გადასცა TRT-ს სიმბოლოდ ქმნილი ნოსტალგიური რადიო.



მსგავსი ინფორმაციები