თურქული ზეთის ხილი იაპონელებს გაეცნო

ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის ხელშეწყობის კომიტეტმა (ZZTK), სარეკლამო საქმიანობას ახლა იაპონია მიამატა.

449879
თურქული ზეთის ხილი იაპონელებს გაეცნო

თურქული ზეთის ხილი იაპონელებს გაეცნო. ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის ხელშეწყობის კომიტეტმა (ZZTK), საექსპორტო ბაზრის გაფართოების მიზნით, სარეკლამო საქმიანობას ახლა იაპონია მიამატა.

იზმირის ექსპორტიორთა ასოციაციის განცხადებით, 8-11 მარტის რიცხვებს შორის, Foodex Japan 2016 წლის ფორუმი, იაპონიის ქალაქ ჩიბაში 41-ედ გაიმართა. სტენდით, იაპონელებს გაეცნო თურქული ზეთისხილი. დამსწრეებს მიერთვათ თურქეთის ნაწარმი ზეითუნის პროდუქცია.

თურქეთის, ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის ხელშეწყობის კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრის აიქუთ ექერის განცხადებით, თურქეთმა 2013-2014 წლების სეზონზე, იაპონიაში გაიტანა 13 მილიონ 768 ათასი დოლარის ზეითუნის ზეთი.

იაპონია, რომელსაც გააჩნია 130 მილიონი მოსახლეობა, სურსათის მოთხოვნილების დიდ ნაწილს იმპორტით უზრუნველყოფს. ექერის განცხადებით, იაპონია რიგით მესამე ქვეყანაა, სადაც ზეთისხილის ყველაზე დიდი ექსპორტი განახორციელეს.



მსგავსი ინფორმაციები