ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს კამპანია „ქალი ცხოვრებაა“

აღიარებული პირების გადაღებული ვიდეო ჩვენებებით იქნა წარმოდგენილი ქალის მნიშვნელობა, რომელიც გავრცელდა სოციალური ქსელის საშუალებით

446682
ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს კამპანია „ქალი ცხოვრებაა“

ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ, საერთაშორისო ქალთა დღის 8 მარტის აღსანიშნავად წამოიწყო კამპანია სახელწოდებით „ქალი ცხოვრებაა“.

კამპანიის ფარგლებში პრემიერ მინისტრის აჰმედ დავუთოღლის, მისი მეუღლის სარე დავუთოღლის, ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის სემა რამაზანოღლის ჩათვლით რიგი ცნობილი პირები კამერის წინაშე წარსდგნენ.

აღიარებული პირების გადაღებული ვიდეო ჩვენებებით იქნა წარმოდგენილი ქალის მნიშვნელობა, რომელიც გავრცელდა სოციალური ქსელის საშუალებით.

კამპანიისთვის მხარდამჭერთა მესიჯები კი შემდეგნაირია:-პრემიერ მინისტრი აჰმედ დავუთოღლი და მისი მეუღლე სარე დავუთოღლი:-„ქალი ცხოვრებაა, იმიტომ, რომ ქალი თუ მამაკაცი ყველანაირი ცხოვრება ქალით ცოცხლდება“.

ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი სემა რამაზანოღლი:-„ქალი ცხოვრებაა, იმიტომ, რომ ქალი დედაა, ქალი უზარმაზარი სამყაროა“.

ტელეწამყვანი აჯუნ ილიჯალი:-„ქალი შრომაა, გილოცავთ მსოფლიო ქალთა დღეს“.

მომღერალი ემრე აიდინი:-„ქალი ცხოვრებაა, იმიტომ, რომ ქალი სინდისია“.

ტელეწამყვანი მუგე ანლი:-„ქალი ცხოვრებაა, იმიტომ, რომ სიცოცხლეს აძლევს ცხოვრებას“.

მომღერალი მუსტაფა ჯეჯელი:-„ქალი ცხოვრებაა, იმიტომ, რომ თავის სულში აცოცხლებს და ზრდის მთელ სამყაროს, ქალი ცხოვრებაა, იმიტომ, რომ ქალი სახელმწიფოა“.

ფეხბურთელი ემრე ჩოლაკი:-„ ქალი ცხოვრებაა, იმიტომ, რომ ქალი დედაა“.

მომღერალი მუსტაფა სანდალი:-„ქალი ცხოვრებაა, საწყისია, დედაა, თავისთავად ცხოვრებაა“.



მსგავსი ინფორმაციები