თურქი მესხები ერზინჯანში სახლდებიან

უკრაინიდან მათი მეორე პარტია შემოვიდა

444221
თურქი მესხები ერზინჯანში სახლდებიან

თურქეთის მიგრაციის სამმართველოს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, უკრაინის შეტაკებების ზონიდან წამოსული თურქი მესხების მეორე პარტია ჩამოვიდა თურქეთში და ისინიც, როგორც პირველი პარტია, ერზინჯანის ოლქის ტერიტორიაზე იქნენ განსახლებულნი.

თურქი მესხების პირველი პარტია, რომელშიც 116 ოჯახიდან 439 კაცი შედიოდა, 2015 წლის 25 დეკემბერს შემოვიდა ხოლო გუშინ ჩამოსულ პარტიაში კი 35 ოჯახის წევრი 177 კაცი შემოვიდა.

მთლიანობაში უკრაინიდან ჩამოსული 677 ოჯახი ერზინჯანის ოლქის უზუმლუს რაიონში განსახლდა.

უკრაინიდან კიდევ ელიან თურქ-მესხებს და ისინი კი ბითლისის ოლქში განსახლდებიან.

როგორც ცნობილია 1944 წლის 15 ნოემბერს სტალინის ბრძანებით საქართველოში მცხოვრები 10 ათასობით თურქი მესხი შუა აზიაში გადაასახლეს და ათასობით კაცი გზაში დაიღუპა, ხოლო სტალინის გარდაცვალების შემდეგ მათი რეპატრიაცია მოხდა



მსგავსი ინფორმაციები