მიჩიგანში “გენოციდი“ გაკვეთილად შეიძლება შეიტანონ

მის საწინააღმდეგოდ თურქებმა ხელმოწერის კამპანია დაიწყეს

მიჩიგანში “გენოციდი“ გაკვეთილად შეიძლება შეიტანონ

აშშ-ს მიჩიგანის პროვინციის სკოლებში 1915 წლის მოვლენების “გენოციდად“ შესაძლო სწავლების წინააღმდეგ ხელმოწერის კამპანია დაიწყო. ამ ახლო ხანებში ამ პროვინციის პარლამენტმა კანონ პროექტი მიიღო, რომლითაც სკოლებში “ხოლოკოსტის და სხვა გენოციდების“ სწავლების მიზნით გაკვეთილების ჩატარების დადგენილება მიიღეს.

მიჩიგანის განათლების კომიტეტის განცხადებით, დღეს ამ კანონ პროექტს წარმომადგენელთა პალატაში განიხილავენ და კენჭისყრაზე გამოვლინდება “გენოციდის“ მიჩიგანის სკოლებში სწავლება არ სწავლების საკითხი და ეს პროექტი თუ აქაც გავა, მაშინ, ხსენებული შტატის მე-8 და მე-12 კლასებში “ხოლოკოსტის და სხვა გენოციდების“ სწავლება დაიწყება.

ამის საწინააღმდეგოდ კი თურქეთის ამერიკულმა სათვისტომომ ინტერნეტ გვერდ Change.org-ის საშუალებით ხელმოწერის კამპანია დაიწყო, რომლითაც წარმომადგენელთა პალატას მოუწოდებენ უარყოფითი ხმა მისცეს პროსომხურ პროექტს.

“დღემდე არც ამერიკის სენატს და არც გაეროს 1915 წლის მოვლენების გენოციდად ამღიარებელი რაიმე დადგენილება არ გამოუტანია და ამიტომ მისი სწავლება ბავშვებისათვის არასწორი და საფუძველმოკლებულია“, ხაზგასმულია თურქული სათვისტომოს განცხადებაში.

ამ ხელმოწერის კამპანიას შეიძლება თქვენც აღმოუჩინოთ მხარდაჭერა ქვემოთ მითითებულ ლინკებზე:

https://www.change.org/p/michigan-state-senate-urge-the-michigan-education-committee-not-to-pass-the-house-bill-4493?recruiter=49386064&;utm_campaign=signature_receipt&utm_medium=email&utm_source=share_petition



მსგავსი ინფორმაციები