ზიკას ვირუსი იაპონიაშიც დაფიქსირდა

ზიკას ვირუსი, სამხრეთ ამერიკის შემდეგ, იაპონიაში, დაუფიქსირდა ახალგაზრდას, რომელიც არდადეგებს ოჯახთან ერთად ატარებდა

440167
ზიკას ვირუსი იაპონიაშიც დაფიქსირდა

ზიკას ვირუსი, სამხრეთ ამერიკის შემდეგ, იაპონიაში, დაუფიქსირდა ახალგაზრდას, რომელიც არდადეგებს ოჯახთან ერთად ატარებდა.

იაპონური ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს Kyodo News-ის ცნობით, ახალგაზრდას, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაეწყო მაღალი სიცხეები და კანზე გამოყრა. საავადმყოფოში ჩაუტარდა საჭირო მკურნალობა და ამჟამად, სახლში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

2015 წლის მაისში, ბრაზილიაში დაფიქსირებული ვირუსი, კოღოების მეშვეობით, თითქმის მთელ ამერიკის კონტინენტზე გავრცელდა.

სულ პირველად კი, ვირუსი გაჩნდა 1947 წელში უგანდაში, ზიკას ტყის მაიმუნებში. Aedes-ის სახეობის მწერების მეშვეობით კი გადავიდა ადამიანებზე.

დაავადებას, რომლის სიმპტომებია ცხელება, თვალების სიწითლე, ღებინება, გამონაყარი, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, არ გააჩნია ორიგინალური მკურნალობა და პრევენციული ვაქცინა. განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ვირუსი დაკავშირებულია ბრაზილიაში, ახალშობილ ჩვილებში სწრაფად გავრცელებულ მოკროცეფალიის (პატარა თავის) დაავადებასთან.



მსგავსი ინფორმაციები