"Şefkat Gemisi" (თანაგრძნობის გემი) სუეციის არხს გასცდა

იემენისთვის დახმარების, ამჟამინდელ მეოთხე ეტაპში, გემს მიაქვს 5.400 ტონა ჰუმანიტარული დახმარება

434476
"Şefkat Gemisi" (თანაგრძნობის გემი) სუეციის არხს გასცდა

თურქეთის პრემიერ-მინისტრის კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების დირექტორატის (AFAD)კოორდინაციით გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემი, სახელწოდებით:-"Şefkat Gemisi" (თანაგრძნობის გემი) სუეციის არხს გასცდა.

AFAD-ის გავრცელებული წერილობითი განცხადებით, იემენისთვის დახმარების, ამჟამინდელ, მეოთხე ეტაპში, გემს მიაქვს 5.400 ტონა ჰუმანიტარული დახმარება. გემი, ამჟამად მიემართება წითელი ზღვის სამხრეთისკენ და 21 თებერვალს ჩააღწევს იემენის ადენის პორტს.

ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტებს შორის არის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ზეთი, ტომატი, მაკარონი, ბრინჯი და წამლები.

AFAD-ის კოორდინაციით წარმართული ინიციატივა არის, იემენისთვის, აქამდე გაწეული ყველაზე დიდი დახმარება.



მსგავსი ინფორმაციები