ქრისტიანული სამყაროს ლიდერების შეხვედრა გაიმართა

მათ შეხვედრას ჰავანამ უმასპინძლა

432094
ქრისტიანული სამყაროს ლიდერების შეხვედრა გაიმართა
papa- patrik.jpg

გუშინ კუბის დედაქალაქ ჰავანაში ისტორიული მოვლენა მოხდა, რადგან აქ პირისპირი შეხვედრა გაიმართა ქრისტიანული კონფესიების, კათოლიკური ეკლესიის ლიდერ, რომის პაპ ფრანცისკასა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერ, პატრიარქ კირილე მეორეს შორის. ეს იყო 1054 წლის, ე.ი. კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაყოფის შემდგომი პირველი ოფიციალური შეხვედრა ამ ეკლესიების ლიდერებს შორის, რომელმაც 2 საათს გასტანა. მისი დასრულების შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც მწუხარება გამოთქვეს ქრისტიანული სამყაროს გაყოფის გამო. მათვე ტერორიზმისათვის ბოლოს მოღების მიზნით საერთაშორისო საზოგადოებრიობას გაერთიანებისკენ მოუწოდეს, ხოლო ამასთან ერთად ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანების დაცვა და მდიდარი სახელმწიფოების მხრიდან ლტოლვილების მიღება მოითხოვეს



მსგავსი ინფორმაციები