ჟურნალ TRT Akademi-ის პირველი ნომერი გამოვიდა

ჟურნალ TRT Akademi-ის პირველი ნომერი გამოვიდა

431119
ჟურნალ TRT Akademi-ის პირველი ნომერი გამოვიდა

ჟურნალ TRT Akademi-ის პირველი ნომერი გამოვიდა.

თურქეთში რადიო-ტელევიზიის მაუწყებლობის ლიდერმა TRT-მ საკუთარ ბაზაზე ახალი სფეროს შექმნის მიზნით საერთაშორისო მიზნების მქონე ჟურნალი გამოსცა.

TRT ამ ჟურნალით სამაუწყებლო სექტორის პრობლემების განსახილველად და სტრატეგიების შესამუშავებლად სექტორს კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს.

ჟურნალში გამოქვეყნებული იქნება სტატიები როგორც თურქულ ასევ ინგლისურ ენებზეც.

მის გამოცემაზე პასუხიმგებელია TRT-ს ტრენინგების განყოფილება და რედაქტორი კი პროფესორი მ. ბილალ აქინი გახლავთ. ჟურნალ TRT Akademi-ის პირველი ნომრის თემა „გართობის ინდუსტრია“ არის.

ჟურნალის მეორე ნომერი 2016 წლის ივლისში გამოვა და მისი თემა „ციფრული მედია„ იქნება და მასში განხილული იქნება თემები „ციფრული მედია და სამართალი“, „სოციალური ქსელები და ინტერნეტ რევოლუციები“, „ციფრული კულტურა და ვირტუალური იდენტობა“, „ციფრული რეკლამა“, „ციფრული დიპლომატია“ და სხვა.

ჟურნალ TRT Akademi-ის მეორე ნომრისათვის სტატიების მიღების ბოლო თარიღი 2016 წლის 15 მარტია.


საკვანძო სიტყვები: #ჟურნალი , #ტრტ , #trt

მსგავსი ინფორმაციები