თურქეთის კულტურული საგანძური 5/2016

დღეს გაგაცნობთ ოსმანეთის ოქროს ხანის არქიტექტორის, მიმარ სინანის ოსტატური შედევრებიდან ედირნეს სელიმიეს მეჩეთს, რომელიც ამავე სახელწოდებით გაუშენებინებია კანონიერი სულთან სულეიმანის და ჰურემ სულთანის ვაჟიშვილს, სულთან სელიმ მეორეს

427250
თურქეთის კულტურული საგანძური 5/2016

დღეს გაგაცნობთ ოსმანეთის ოქროს ხანის არქიტექტორის, მიმარ სინანის ოსტატური შედევრებიდან ედირნეს სელიმიეს მეჩეთს, რომელიც ამავე სახელწოდებით გაუშენებინებია კანონიერი სულთან სულეიმანის და ჰურემ სულთანის ვაჟიშვილს, სულთან სელიმ მეორეს. მეჩეთი გახლავთ თურქული და ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი.

2011 წელში იუნესკოს მხრიდან შეტანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

სულთან სელიმ მეორე, მამამისის, კანონიერი სულთან სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ, 1566 წელში ავა სამეფო ტახტზე და გახდება ოსმანეთის რიგით 11-ე ფადიშაჰი. მამამისის დანატოვარ 15 მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიას კიდევ უფრო გააფართოებს. მის ყველაზე შესანიშნავ მიღწევად ითვლებოდა კვიპროსის აღება. თავისი სახელობის მეჩეთის გაშენებას იგი ფიქრობდა სტამბოლში, მაგრამ ერთ ღამეს სიზმარში ნახავს წმინდა მოციქულს. იწამებს, რომ მოციქული, მეჩეთის ედირნეში გაშენებაზე მიანიშნებს. გამოიძახებს იმ პერიოდში, 80 წელს გადაცილებულ აღიარებულ არქიტექტორს მიმარ სინანს და მიუთითებს, რომ უმოკლეს დროში, ფულადი სახსრების დაუზოგავად, ოსმანეთის, სტამბოლამდელ დედაქალაქ ედირნეში, გააშენოს სელიმიეს სახელობის მეჩეთი. მიმარ სინანი, ფადიშაჰის განკარგულების შესასრულებლად დაბრუნდება ედირნეში და მეჩეთის მშენებლობას დაიწყებს 1568 წელში. სულთან სელიმის გარდაცვალების შემდეგ, 1574 წელში კი, მეჩეთი შევა მომსახურებაში.

მიმარ სინანს, 50 წლამდე, იენი ჩარის მოვალეობა შეუსრულებია. სტამბოლში გაშენებული შედევრებით, შეჰზადებაშის და სულეიმანიეს მეჩეთებით დაუმტკიცებია არქიტექტურაში თავისი ცოდნა და გამოცდილება.

გააჩნდა მსოფლიოს მთავარი არქიტექტორის ტიტულიც, რაც დღევანდელი საზოგადოებრივი დასაქმების მინისტრობას შეესაბამება. მეჩეთების, სამლოცველოების, სასტუმროების, ხიდების, ქერვანსარების მსგავსი ყველანაირი მშენებლობის პიკად მოიხსენიებოდა მიმარ სინანი.

იგი იყო გულწრფელი, ერთგული მოწამე. უკმაყოფილებას გამოხატავდა არა მუსლიმების ნათქვამის მიმართ, რომლითაც ისინი აიასოფიით, მუსლიმანებზე მაღლა აყენებდნენ თავს.

ოცნებობდა ფართო გუმბათიანი, ძლიერი და გამძლე მეჩეთის გაშენებაზე. იცოდა, რომ აიასოფიასაც არ გააჩნდა მრგვალი გუმბათი, რამდენჯერმე დაინგრა კიდეც და თვითონ მოახდინა მისი გუმბათის შეკეთება. ორი მინარეთის მიმატებით გაზარდა აიასოფიის გამძლე უნარიანობა.

აიასოფიის გუმბათზე უფრო საუკეთესო ტაძრის გაშენებისათვის ძიება დაიწყო შეჰზადებაშის და სულეიმანიეს მეჩეთებით.

კანონიერ სულთან სულეიმანთან ერთად მოგზაურობის დროს, გაეცნო ირანის, იტალიის, უნგრეთის, ვენის, ეგვიპტის არქიტექტურის ნიმუშებს და შექმნა თავის ინტერპრეტაცია.

სელიმიეს მეჩეთის სვეტებზე ყურადღებას იპყრობს ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის ლოტოსის ფრესკები. მიმარ სინანის შედევრების თავისებურება გახლავთ ის, რომ არ მეორდება ერთნაირი თავისებურება. ტაძრები გამოირჩევიან მკაფიო არქიტექტურული დიზაინით რაც, ნათლად ჩანს სელიმიეს მეჩეთში.

მეტად განსხვავებულია რევაქლის ეზოს ცენტრში გაშენებული შადრევანი, რომლის ცოტა ქვემოთა მხარეს გაშენებულია მცირე ზომის აუზი. მასში ჩადენილი წყალი ზედ არ ეწინწკლება ნამაზისთვის დასაბანად მისულ პიროვნებას.

ეს არის ამ საკითხის, მიმარ სინანის შესაფერისი საუკეთესო გადაწყვეტა. სულთან სულეიმანის თხოვნაზე, რომ მეჩეთი გაშენდეს მინბარის დაბლა, (მინბარი არის, პატარა კიბეების ასასვლელიანი კათედრალი, საიდანაც შესაძლებელია იმამის, მაღალი ხმით ხალხის წინაშე ლოცვა) უარს განაცხადებს მიმარ სინანი. ეტყვის, რომ მარმარილოსგან ისეთი ტაძარი უნდა გააშენონ, რომელიც ოქროზეც კი ძვირფასი იქნება.

ფადიშაჰი პატივისცემით მიუდგება მის მოსაზრებას. დღემდე, უკლებლად მოსული კათედრალი იგივე მინბარი, არის თურქულ-ისლამური ხელოვნების საუკეთესო შედევრი.

მონოლითური მარმარილო, მაქმანები, გალიის მსგავსი გეომეტრიული დეკორაციები თითქოს სადაცაა გაცოცხლდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხჯერ მოხდა ედირნეზე თავდასხმა, მეჩეთის, ძარცვების და განადგურების თავიდან აცილების მიზნით არჩეული მშენებლობა, მიმარ სინანის შორსმჭვრეტელობაზე მიუთითებს.

თავის ავტობიოგრაფიის ამსახველ ნაწარმოებში აღნიშნავს, რომ “ყმა არ უნდა იყოს ხვთის წინაშე უნაკლო“. მართლაც, მას თავის უნაკლო მშენებლობისთვის, თვითნებურად ერთი ნაკლი მიუმატებია.

ეს ფილოსოფიური მოსაზრება შეიძლება გაუგებარი იყოს რენესანსის აღიარებული ხელოვანების ლეონარდო და ვინჩის და მიქელანჯელოსთვის, იმიტომ, რომ ისინი უნაკლო ხელოვნების ნიმუშის შესრულებისკენ ისწრაფოდნენ, მაგრამ სინანი, ცნობიერად დეფექტის წარმოქმნის უნარიანი, სათნო ადამიანია.

მეჩეთის გუმბათი არის 43 მეტრის სიმაღლის და 32 მეტრი მოცულობის. სწორედ ამ შედევრით გაუსწრო აიასოფიის გუმბათს. სხვა გუმბათებისგან განსხვავებით, 8 სვეტის დანადგარით ხდება ოთხკუთხა სივრციდან გუმბათში გადასვლა.

როგორც თავადაც ამბობს, ამ სხვაობით, მეჩეთს გააჩნია საუკუნეების მანძილზე ჯანსაღად ფეხზე დგომის თავისებურება. ყველაზე საყურადღებოა მეჩეთის სისადავე და სიმარტივე.

წითელი და თეთრი ფერის ფაქიზი ჰარმონია. არ გააჩნია გადაუჭარბებელი მორთულობა.

აქვს ოთხი უნიკალური მინარეთი, რომელიც დღესაც კი, ისლამური სამყაროს საუკეთესო ნიმუშად ითვლება.

შიგ განთავსებული სამი კიბით ხდება სამგან ასვლა ისე რომ ამსვლელები ერთმანეთს არ უქმნიან შეფერხებას.

სელიმიეს მეჩეთი, არის ქალაქის სილუეტის შესაფერისი ისეთი პოზიციის, თითქოს გულში იხუტებს ქალაქს.

დღესაც უამრავი ტურისტი ჩამოდის მის სანახავად მეზობელი და უცხოელი ქვეყნებიდან.



მსგავსი ინფორმაციები