იასუტარო ქოიდე 112 წლის ასაკში გარდაიცვალა

იგი მსოფლიოს ყველაზე წლოვან მამაკაცს წარმოადგენდა

423350
იასუტარო ქოიდე 112 წლის ასაკში გარდაიცვალა
en yaşlı adam
მსოფლიოს ყველაზე წლოვანი მამაკაცი, იაპონელი იასუტარო ქოიდე 112 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ქვეყნის შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით ქოიდე გულის ქრონიკული დაავადების დიაგნოზით მკურნალობას გადიოდა ქალაქ ნაგოიას საავადმყოფოში და აქვე გარდაიცვალა გულის უკმარისობით. ქოიდე 1903 წლის 13 მარტს დაიბადა და დიდი ხნის განმავლობაში თერძად მუშაობდა. გასული წლის აგვისტოს თვეში იგი მსოფლიოს ყველაზე ასაკოვან მამაკაცად იქნა აღიარებული და ამის დამადასტურებელი სპეციალური სიგელიც გადაეცა. იაპონია ამ ბოლო წლებში ასაკოვანი მოსახლეობით ამაყობს და მართლაც, ამჟამად ამ ქვეყანაში 100 წელს გადაცილებული 61 ათასი კაცი ცხოვრობს


მსგავსი ინფორმაციები