საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იუბილე აღნიშნეს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ადამიანის უწყვეტად ცხოვრების მე-15 წლისთავი აღნიშნეს

408322
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იუბილე აღნიშნეს

დედამიწის ორბიტაზე მდებარე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ადამიანის უწყვეტად ცხოვრების მე-15 წლისთავი აღნიშნეს.

სადგურზე მყოფმა ჯგუფმა ამ დღისათვის სპეციალური ვახშამი მოამზადა.

ვახშამს ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტებისაგან შემდგარი 6 კაციანი ჯგუფი ესწრებოდა.

კოსმოსში მყოფმა ჯგუფმა ჰიუსტონთან პირდაპირ ჩართვაც გააკეთა.

ჯგუფი, რომელიც კოსმოსში ერთი წელი დარჩება, მარსზე მოგზაურობისათვის საჭირო ტესტებს ჩაატარებს.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი მუდმივი ჯგუფი 2000 წლის 2 ნოემბერს დასახლდა.

გასული წლების მანძილზე სადგურზე 17 ქვეყნის 220 ასტრონავტი იმყოფებოდა.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თავდაპირველად სამი ოთახი იყო, რომელთა რაოდენობაც დღეისათვის 13-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები