TRT ქალაქ კანში

TRT ქალაქ კანში

TRT ქალაქ კანში

საფრანგეთის ქალაქ კანში მიმდინარე მსოფლიო გასართობი და საბაზრო შინაარსის MIPCOM-ის ღონისძიებაზე თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT საპატიო სტუმრად არის მიწვეული. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა TRT-ს გენერალურმა დირექტორმა შენოლ გოქამ TRT-ს საბავშვო არხის ინგლისური ვერსიის გახსნაზე ისაუბრა. ”ჩვენ TRT-ს სახელით სამომავლოდ TRT-ს საბავშვო არხის ინგლისური ვერსია უნდა გავხსნათ სადაც საინტერესო საბავშვო სერიალები და ფილმები იქნება ნაჩვენები” განაცხადა შენოლ გოქამ. მან ასევე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბოლო წლებში თურქეთი სატელევიზიო სერიალების სექტორში ერთგვარი პოპულარობით სარგებლობს და ეს მომავალშიც სურთ, რომ ასე გაგრძელდეს. გოქამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ MIPCOM-ის ღონისძიების მსგავს პროექტებში TRT ყოველთვის იქნება ჩართული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები