კერი ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს

იგი არაბულ ქვეყნებს ირანთან მიღწეული შეთანხმების დეტალებს აცნობს

313026
კერი ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს


ირან დასავლეთს შორის ბირთვულ პროგრამაში მიღწეული შეთანხმების დეტალების ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის გაცნობის მიზნით რეგიონში ვიზიტი დაიწყო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და მის ფარგლებში პირველი შეხვედრა მან ეგვიპტეში ჩაატარა.

ეს არის 2009 წლის აქეთ ორ ქვეყანას შორის ჩატარებული პირველი სტრატეგიული დიალოგი და კერის განცხადებით ამ დიალოგით ამერიკა-ეგვიპტის ორმხირივი ურთიერთობები ჯანსაღ საძირკველს დაუბრუნდა და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ეგვიპტის და საერთოდ რეგიონის მშვიდობა-უსაფრთხოებისათვის. თუმცა მანვე შეშფოთება გამოთქვა ეგვიპტეში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის თვალსაზრისით.

მისივე თქმით მრავალი ისეთი საკითხიც არსებობს, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ კაირო-ვაშინგტონის ერთობლიობით შეიძლება.

კერის ეგვიპტელი კოლეგის სემიჰ შუქრის განცხადებით კი ორ ქვეყანას შორის ზოგიერთ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და საჭიროა მათი აღმოფხვრა.

ამერიკელი დიპლომატი მიღებულ იქნა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფეტტაჰ სისის მხრიდანაც


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები