TRT-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტი

TRT-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტი

300443
TRT-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტი

რადიოთურქეთის ხმას, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები თურქები 1937 წლიდან უსმენენ, Memleketim FM-იც შეემატება.

TRT-ს უცხოური მაუწყებლობის დეპარტამენტის რადიო Avrupa FM, ‘Memleketim FM’-ის სახელწოდებით მაუწყებლობას ინტერნეტ მისამართ www.memleketim.gov.tr-ზე დაიწყებს.

Memleketim FM-ის მაუწყებლობა 24 საათიანი იქნება და მისი მოსმენა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინტერნეტ პორტალის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

Memleketim FM-ის პროტოკოლს ხელი TRT-ს გენერალურმა დირექტორმა შენოლ გოქამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნაჯი ქორუმ მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას TRT-ს უცხოური მაუწყებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულეიმან ერდალი, TRT-ს საზღვარგარეთთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები