TRT-ს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსი დაიწყო

დაჯილდოების ცერემონია 11 მაისს შესდგება

266612
TRT-ს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსი დაიწყო


სტამბოლში სტარტი აიღო TRT-ს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსმა, რომელშიც მონაწილეობას იღებს 348 ფილმი მსოფლიოს 42 ქვეყნიდან.

სხვათა შორის ამ ფილმების ჩვენება უფასოდ მოხდება და თითოეული ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ მაყურებელს შეხვედრა ექნება ფილმის გადამღებ ჯგუფთან.

ეს კონკურსი თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა თრტ-ს მასპინძლობით უკვე მეშვიდედ იმართება და საკონკურსო ფილმების სახალხოდ და უფასოდ ჩვენება სტამბოლის სამ დარბაზში, TRT-ს სტამბოლის რადიოს, Notre Dame De Sion-ის სახელობის ფრანგული ლიცეუმის და სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კინო დარბაზებში მოეწყობა.

კონკურსი გაიხსნება კანადელი რეჟისორის პატრისიო ჰენრიკუეზის მხრიდან გადაღებული ფილმით: “უიღურელი თურქების აბსურდული ტყვეობის ისტორია“, რომელშიც საუბარია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შემავალი უიღურების ავტონომიური რესპუბლიკიდან ჯერ ავღანეთში, შემდეგ კი ჯერ გუანტანამოში და სულ ბოლოს ბერმუდის კუნძულებზე გაქცევისა და მოხვედრის დაუჯერებელი ისტორია.

ამ კონკურსზე ცალკე ადგილი დაეთმობა, ე.ი. უკონკურსოდ იქნება ნაჩვენები ომის თემაზე გადაღებული 10 დოკუმენტური ფილმი, რომლებიც 6 ქვეყანაშია გადაღებული და მათში ამ ქვეყნებში მიმდინარე ომის საშინელებებია ნაჩვენები.

კონკურსი 11 მაისს დაჯილდოების ცერემონიით და გალა კონცერტით TRT-ს თეფებაშის სტუდიაში დასრულდება. კონკურსის შესახებ ინფორმაციების მოპოვება შეიძლება www.trtbelgesel.com ვებ გვერდზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები