თურქეთის ლიდერებმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს

‘’ჰეგემონობა უპირობოდ ეკუთვნის ხალხს’’

246721
თურქეთის ლიდერებმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს


ეროვნული სუვერენიტეტის 95-ე წლისთავთან და ბავშვთა დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯები გაავრცელეს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, პარლამენტის თავჯდომარემ ჩიჩექმა და პრემიერმა დავუთოღლუმ.

‘’ჰეგემონობა უპირობოდ ეკუთვნის ხალხს’’, აი ეს სიტყვები წარმოადგენდა ახლად შექმნილი თურქეთის რესპუბლიკის საფუძველს და ასეა დღესაც, წერს ერდოღანი და ამატებს: ყველანაირი ნეგატიურების მიუხედავად ჩვენი ქვეყანა და ხალხი წინ იყურება, ერთის მხრივ გრძელდება დემოკრატიზაციის პროცესი, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკური აყვავება და ამის ღირსეული შედეგია თურქეთის როლისა და მნიშვნელობის გაზრდა საერთაშორისო პლატფორმებზე.

პარლამენტის თავჯდომარე ჯემილ ჩიჩექი ბავშვებისადმი მიმართვაში წერს: თქვენი, მომავალი თაობების ამოცანაა, გადალახოთ ყველანაირი დაბრკოლებები, გაატაროთ საჭირო რეფორმები და ცვლილებები, თქვენი სამშობლო კიდევ უფრო ააყვავოთ და იგი კვლავ შეიყვანოთ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების სიაში’’.

პრემიერ დავუთოღლუს მისალოცში კი წერია: დიდი ეროვნული მეჯლისი თავის ძალას იღებს ეროვნული ჰეგემონობის პრინციპებისგან და როგორც ამ 95 წლის განმავლობაში წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკის ძირითად გარანტს, ამის შემდეგაც ასე გაგრძელდება, რადგან თურქი ხალხი აღარასოდეს აღარ გადაუხვევს დემოკრატიისა და განვითარების გზიდან. ‘’მე მწამს რომ, ჩვენი მომავალი თაობებიც გადალახავენ ყოველგვარ სირთულეებს და ზრუნვას არ მოაკლებენ ქვეყნის აყვავებას’’, წერია პრემიერ დავუთოღლუს მესიჯში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები