TRT-ს 23 აპრილის საბავშვო ფესტივალი

ფესტივალი ანტალიაში გაიმართება

235797
TRT-ს 23 აპრილის საბავშვო ფესტივალი

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT 37-ე საერთაშორისო 23 აპრილის ბავშვთა ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. მასში მონაწილეობის მისაღებად 31 ქვეყნიდან დაახლოებით 500-მდე ბავშვი უნდა ჩამოვიდეს.

23 აპრილის საბავშვო ფესტივალი წელს ანტალიაში სპეციალურად აშენებულ ბავშვთა ბანაკში გაიმართება. ბავშვთა ბანაკის მთავარი სიუპრიზი კი TRT-ს საბავშვო არხზე გაშუქებული ფილმების გმირები იქნებიან.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ამ ღონისძიებების ნახვა მსოფლიოს მაშტაბით TRT-ს არხების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ფესტივალი ანტალიაში თურგუთ ოზალის სახელობის დახურულ სპორტულ დარბაზში გალა კონცერტით დასრულდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები