TRT მორიგ კონკურსს აცხადებს

განცხადებები 12 მაისამდე მიიღება

TRT მორიგ კონკურსს აცხადებს


თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის კონკურსს აცხადებს თემაზე “ TRT მომავლის კომუნიკატორების კონკურსი“. ეს კონკურსი ოთხ ძირითად კატეგორიას მოიცავს და ესენია: ჟურნალისტიკა, რადიო მაუწყებლობა, სატელევიზიო მაუწყებლობა და ინტერნეტ/სოციალური მედია. დეტალური ინფორმაციების მოპოვება შეიძლება ინტერნეტ გვერდზე http://trtgeleceginiletisimcileri.com და კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება უნდა შეიტანონ მიმდინარე წლის 12 მაისამდე.

TRT-ს სპეციალური პრიზებით დაჯილდოებული სტუდენტები კი 1 ივლის - 1 სექტემბერს შორის 15 დღიან სტაჟს გაივლიან თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობაში და მის ფარგლებში ისინი ეწვევიან სერიალების გადაღების პლატოებს, შეისწავლიან რადიო და ტელეგადაცემების პროგრამებს, ინფორმაციების მომზადებას, მათ წარდგენას და ა.შ.

სტაჟის ყველა ხარჯები დაფარულ იქნება თვით TRT-ს მხრიდან


კონკურსის გამარჯვებული 3000 ლირის ჯილდოს მიიღებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები