დოკუმენტური ფილმების დარგში ჯილდო გადაეცა TRT-ს

2014 წლის სედათ სიმავის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა გუშინ სტამბოლში.

146005
დოკუმენტური ფილმების დარგში ჯილდო გადაეცა TRT-ს

თურქეთის ჟურნალისტთა ასოციაციის 2014 წლის სედათ სიმავის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა გუშინ სტამბოლში.
საღამოზე, სადაც 9 სახეობაში 15 ჯილდო გადაეცა მფლობელებს, მონაწილეობა მიიღეს ლიტერატურის, მედიის, ბიზნესის, მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა.
38 წლის განმავლობაში მიმდინარე სედათ სიმავის დაჯილდოების ცერემონიის ერთ-ერთი ჯილდო ერგო ტელე-რადიო მაუწყებლობას.
ზოჰრე სარალ გოქაღაჯის რეჟისორობით გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა სახელწოდებით:- ”კუნძული და მიგრაცია”, TRT-ს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების დარგში დიდი მოწონება დაიმსახურა.
იგი გადმოსცემს 1947 და 1973 წლებში ტრაპზონიდან გოქჩეადაში გადასახლებულთა ამბავს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები