ბელორუსია თურქეთისთვის შეიძლება გახდეს დიდ ბაზარში გასასვლელი კ
ბელურუსიის პარლამენტის თავჯდომარემ ისაუბრა ბელორუსია-თურქეთის თანამშრომლობაზე
ოფიციალურ ვიზიტად ჩამოსულმა ბელურუსიის პარლამენტის თავჯდომარემ ანატოლი რუბინოვმა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ჯემილ ჩიჩეკთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთ ნდობაზე.
მან, პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანთან და თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ვიზიტს შეფასება მისცა ტელე რადიო მაუწყებლობის საინფორმაციო პროგრამაში.
ისაუბრა ბელორუსია-თურქეთის თანამშრომლობაზე, ურთიერთ ნდობაზე და საერთაშორისო არენაზე ერთმანეთისთვის მხარდაჭერაზე.
აღნიშნა, რომ შესაძლებელია უფრო გააფართოვონ ამ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა, უზრუნველყონ უვიზო რეჟიმი. 2015 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევა ბელორუსია, რუსეთის და ყაზახეთის ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება. ბელორუსია თურქეთისთვის შეიძლება გახდეს დიდ ბაზარში გასასვლელი კარი.