ჯორჯ კლუნი დაქორწინდა
53 წლის ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი 36 წლის ინგლისელ ადვოკატ ამალ ალამუდინზე ვენეციაში დაქორწინდა
143895
53 წლის ცნობილი მსახიობი, ჯორჯ კლუნი, 36 წლის, წარმოშობით ლიბანელ, ინგლისელ ადვოკატ ამალ ალამუდინზე, ვენეციაში დაქორწინდა. საქორწინო ცერემონია 7 ვარსკვლავიან ისტორიულ სასტუმროში ჩატარდა.
წყვილმა ორ მილიონიანი ქორწილის გადაღების უფლება ჟურნალ Amerikan Vogue-ს მიჰყიდა. საინტერესოა, რომ მათ მიწვეულ სტუმრებს სპეციალური მინაწერით სთხოვეს არ გადაეღოთ ფოტოები.