საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ მარმარისში ორგანიზებული მუსი
მარმარისის მერიის მასპინძლობით გამართულ კონკურსში მონაწილეობას იღებს 4-დან 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 150 ბავშვი
137980
საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ თურქეთის ქალაქ მარმარისში ორგანიზებული მუსიკისა და ხატვის კონკურსი დაიწყო.
მარმარისის მერიის მასპინძლობით გამართულ კონკურსში მონაწილეობას იღებს 4-დან 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 150 ბავშვი საქართველოდან, თურქეთიდან ყაზახეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან.
საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარემ და კონკურსის კოორდინატორმა ნინო კუპატაძემ ჟურნალისტებისათვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კონკურსს მარმარისში მესამედ ატარებენ. მისვე თქმით, კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ, ხოლო კატეგორიებში პირველობის მომპოვებელ ბავშვებს ამერიკაში ერთ წლიანი სწავლების სტიპენდიას გადასცემენ.
კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ 27 სექტემბერს გასამართი ფინალებით დასრულდება.