მსოფლიო მუსლიმან მეცნიერთა კავშირის სხდომა
სხვადასხვა სახელმწიფოების მეცნიერთა მონაწილეობით ჩატარდება სტამბოლში

მსოფლიო მუსლიმან მეცნიერთა კავშირის მეოთხე ეტაპის სხდომა, სხვადასხვა სახელმწიფოების მეცნიერთა მონაწილეობით ჩატარდება სტამბოლში.
წლევანდელი თემა იქნება საზოგადოების გამოღვიძებაში მეცნიერთა როლი. სხდომა გაგრძელდება სამი დღე. გათვალისწინებულია მსოფლიო მუსლიმან მეცნიერთა კავშირის თავჯდომარის იუსიფ ელ ქარადავის მოხსენებით გამოსვლა, გენერალური მდივნის პროფ. მუჰიდდინ ალი ქარადაღის მხრიდან მესამე ეტაპის სხდომის საანგარიშო მოხსენების წარდგენა.
ასევე მოხდება მუსლიმან მეცნიერთა კავშირის მეოთხე ეტაპის აღმასრულებელი საბჭოს არჩევა.
მსოფლიო მასშტაბით აღიარებული მეცნიერების მონაწილეობით ჩატარებულ მეოთხე ეტაპის სხდომაზე განსახილველ თემებს შორის არის ინტელექტუალობის, თვითმყოფადობის, პალესტინის და იერუსალიმის საკითხებში, საზოგადოებრივი მომსახურებისთვის მედიის გამოყენებაში მეცნიერთა როლი, ისლამურ სამყაროში რელიგიური განათლების სინამდვილე და მოლოდინი.