ABU-ს შეკრება სტამბოლში გაიმართა

95802
ABU-ს შეკრება სტამბოლში გაიმართა


შემოკლებით ABU ანუ აზია-წყნარი ოკეანის სამაუწყებლო გაერთიანების ქვეყნების ტელევიზიების ჟურნალისტები სტამბოლში შეიკრიბნენ. თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის მასპინძლობით ABU-ს საინფორმაციო ჯგუფის შეხვედრაზე ჟურნალისტიკის პრინციპებსა და წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის მასპინძლობით გამართულ აზია-წყნარი ოკეანის სამაუწყებლო გაერთიანების საინფორმაციო ჯგუფის შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თრტ-ს გენერალურმა მდივანმა იბრაიმ შაჰინმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის მიერ ბოლო 10 წელიწადში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია გამო მსოფლიოს საზოგადოებრივი მაუწყებლობები რთულ ვითარებაში არიან, თრტ-მ 10 წელიწადში 10 ახალი არხი გახსნა. შაჰინის განცხადებით, ამ არხებიდან ზოგიერთი თემატურია, რის გამოც ისინი თავიანთ სფეროებში ყველაზე ყურებადი არიან და განსაკუთრებით, თრტ-ს საინფორმაციო არხი თურქეთის 10 საინფორმაციო არხის რეიტინგში პირველია.

იბრაიმ შაჰინმა სიტყვით გამოსვლისას ABU-ს წევრი ქვეყნების საინფორმაციო არხების საერთო საინფორმაციო აუზის სისტემის გაფართოების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

საინფორმაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც ხვალ დასრულდება, წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციების გაცვლისა და რეგიონის ხალხების უფრო ახლოდან გაცნობის საკითხები განიხილება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები