თურქეთმა მკაცრად დაგმო ისრაელის გენოციდი

მას, ისრაელის აგრესიის კიდევ ერთი სამაგალითო მაჩვენებელი უწოდა.

75602
თურქეთმა მკაცრად დაგმო ისრაელის გენოციდი

ისრაელის თავდასხმა, რომელმაც მიზანში ამოიღო ღაზის სექტორში პალესტინელების სამოსახლოები, სავარგულები, მეჩეთი, ბაზარი თავშესაფრად გამოყენებული გაეროს სკოლა, საავადმყოფოები ელექტრო სადგური, მკაცრად დაგმო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ეს არის ისრაელის აგრესიის კიდევ ერთი სამაგალითო მაჩვენებელი, რომელიც არ სცნობს არავითარ საზღვრებს.
საერთაშორისო საზოგადოების ყოველგვარი გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ისრაელმა უფრო გააძლიერა ღაზაზე თავდასხმა, რასაც მკაცრად გმობს თურქეთი, გამოჯანმრთელებას უსურვებს თავდასხმებში დაჭრილებს, სამძიმარს უცხადებს მოკლულთა ახლობლებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, გამოითქვა მოწოდება დაუყოვნებლივ შეწყდეს ისრაელის ბარბაროსული თავდასხმა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები