პოლონეთი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

სოლიდარობის ჯილდო გადაეცა მუსტაფა აბდულჯემილ ყირიმოღლის

82343
პოლონეთი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

პოლონეთი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.
ღონისძიებების ფარგლებში 25 წლის განმავლობაში წარმოდგენილი სოლიდარობის ჯილდო, წელს გადაეცა ყირიმელი თათრების ლიდერს და უკრაინის ერის რწმუნებულს მუსტაფა აბდულჯემილ ყირიმოღლის.
ჯილდოს გადაცემის ცერემონიას შეუერთდა ვიცე პრემიერი ბულენთ არინჩი, სხვა 25 ქვეყნის მთავრობის და სახელმწიფო ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ყირიმოღლის, ამ ჯილდოსთვის კონკურენციას უწევდა მსოფლიო თავისუფლების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ცნობილი 11 კანდიდატი.
ყირიმოღლი გახდა მილიონი ევროს პრიზის მფლობელიც.
ღონისძიებაში მონაწილე ვიცე პრემიერი ბულენთ არინჩი პოლონეთში შეუერთდება დამოუკიდებლობის აღნიშვნის ცერემონიების ფარგლებში გამართულ ოფიციალურ და კულტურულ ღონისძიებებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები