თურქული სამყაროს ბავშვთა ზეიმი 20 წლისაა

81424
თურქული სამყაროს ბავშვთა ზეიმი 20 წლისაა

თურქული სამყაროს ბავშვთა ზეიმი 20 წლისაა. ტრადიციად ქცეულ ზეიმში, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობს, 35 ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვები იღებენ მონაწილეობას.
აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, თათრეთიდან, რუმინეთიდან და მათი მსგავსი ქვეყნებიდან ჩამოსულმა ფერად-ფერად ტანსაცმელში გამოწყობილმა 500-მდე ბავშვმა სოღუთლუჩეშმედან ქადიქოის ნავსადგურამდე საზეიმო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მსვლელობის შემდეგ კი ბავშვებმა ხალხური ცეკვები შეასრულეს. ბავშვთა ზეიმი ხვალ ათაქოის სინან ერდემის სახელობის დარბაზში გასამართი ღონისძიებით გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები