იაპონიის პრინცესა თურქეთში იმყოფება

პრინცესამ აკიკო მიკასამ იასსიჰოიუკში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა

61642
იაპონიის პრინცესა თურქეთში იმყოფება



იაპონიის სამეფო ოჯახის დაინტერესება და მხარდაჭერა ანატოლიის ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ გრძელდება.

ამჯერად, იაპონიის პრინცესამ აკიკო მიკასამ იასსიჰოიუკში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა.

კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, ომერ ჩელიქის, მიწვევით თურქეთში ჩასული იაპონიის პრინცესა აკიკო მიკასა თურქეთში ვიზიტის მეხუთე დღეს ქირშეჰირში ჩავიდა.

იაპონიის პრონცესამ ქირშეჰირის პროვინციის დაბა კამანში მდებარე იაპონურ ანატოლიური არქეოლოგიური ინსტიტუტი მოინხაულა და 2010 წელში მისი მამის პრინც ტომოჰიტოს მიერ გახსნილი ინსტიტუტის შესახებ მას ინფორმაცია მიაწოდეს.

პრინცესა აკიკო მიკასამ ასევე მოინახულა ჩვ. წ-აღ-მდე მეორე ათასწლეულის პირველ მეოთხედში ასურელების მიერ აგებული იასსიჰოიუქის დასახლება.

იასსიჰოიუქში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ პრინცესას იაპონელი არქეოლოგები ესაუბრნენ.

ამის შემდეგ კი იაპონის პრინცესა და მასთან ერთად მყოფი დელეგაცია ანკარაში დაბრუნდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები