23 აპრილი ისტორიაში

23 აპრილი ისტორიაში

1188136
23 აპრილი ისტორიაში

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

......

1616 წლის 23 აპრილს ცნობილი ინგლისელი დრამატურგი და პოეტი უილიამ შექსპირი  გარდაიცვალა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ანტანტის მიერ ოკუპირებულ თურქეთში დაწყებული განმანთავისუფლებელი ომის კვალდაკვალ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან შერჩეული პარლამენტარებით 1920 წლის 23 აპრილს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი გაიხსნა.

1923 წლის 23 აპრილს ლოზანის მეორე სამშვიდობო კონფერენცია გაიმართა.

იუნესკოს მხრიდან 1979 წლის  „ბავშვთა წლად“ გამოცხადების შემდეგ,  23 აპრილი ყოველწლიურად,  თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს ეგიდით მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მოწვეული ბავშვების მონაწილეობით, თურქეთში ”ბავშვთა ფესტივალი” იმართება.

2005 წლის 23 აპრილს  მწერლის და პოეტის სუნაი აქინის მიერ 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი სათამაშოებით,  სტამბოლში „სათამაშოების მუზეუმი“ გაიხსნა.



მსგავსი ინფორმაციები